Belive

ილიას ზუროსი: "დღეს ბევრ ქომაგს ველი"

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს თბილისში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს საბერძნეთთან მარცხის (69:81) შემდეგ, საქართველომ ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა: "დღეს ამ 2-წლიანი ციკლის ბოლო მატჩი გველის. მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგალითად, საბერძნეთთან ბოლო წამებზე. დარბაზში ბევრ გულშემატკივარს ველი, რადგან მომდევნო ციკლამდე ეს ჩვენი ბოლო მატჩია. ყველა თამაში განსხვავდება. ესტონეთი რთული მეტოქეა, მათ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიძახეს და ბევრისთვის მოულოდნელად სერბეთს მოუგეს. სამწუხაროდ, დღეს  ახალგაზრდა მოთამაშეები დაგვაკლდებიან [გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი]. რატი ანდრონიკაშვილი კი ბოლო მატჩებში მეტს თამაშობს და გვეხმარება. იმედია, ახლაც იგივეს გააკეთებს," - განაცხადა ზუროსმა. ესტონეთისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები