Belive

ილიას ზუროსი - გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი

2 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. თბილისში გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 91:70 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რიგით მეორე დაპირისპირება სკოპიეში გაიმართა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 65:79 დამარცხდა. სკოპიეში გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ილიას ზუროსმა და ქართველმა კალათბურთელებმა პირველი კომენტარი გააკეთეს.
ილიას ზუროსი: "პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მოთამაშეს და, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს, რადგან მათ დიდი სამუშაო გასწიეს ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ ვუძღვნით ამ გამარჯვებებს ქართველს ხალხს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ სპორტის სასახლეში და მათ, ვინც წლების მანძილზე გვქომაგობს. ეს გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა და ამავდროულად, მომდევნო ეტაპისთის მომზადების საშუალებას გვაძლევდა". "ჩვენი საქმე რა თქმა უნდა არ დასრულებულა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და მომდევნო ფანჯრის დროსაც გვმართებს გამარჯვების მოპოვება. ჩვენ გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე. არ იყო თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძეც, რომელიც დაშავებულია. თუმცა ვინც ნაკრებში ჩამოვიდა, ყველამ გულით და ბოლომდე ითამაშა. მათ ითამაშეს დიდებული დაცვა, რადგან ეს ის კომპონენტია, რომელსაც მოაქვს შედეგი და ფაქტი სახეზეა - ჩვენ ჯგუფიდან გავედით... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა აღვნიშნო". "ჩვენ ყველას გვინდა უარი ვუთხრათ ომს. ძალიან ძნელია, როცა უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ უნდა შევთნახმდეთ, რომ ევრობასკეტის დროს ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ არანაირი ომი არ გვინდა. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი იყოს ერთმანეთთან ახლოს. ადამიანებმა ერთმანეთს სიყვარული გაუზიარონ და არა ომი. დიდი მადლობა".

სხვა სტატიები