Belive

ილიას ზუროსი: "იღბალმა ზურგი გვაქცია"

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 10000-მდე გულშემატკივრის წინაშე, საბერძნეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული დრამატული შეხვედრა, საქართველოს მარცხით, ანგარიშით 85:86 დასრულდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ზუროსმა დასძინა რომ საქართველო გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა იღბალმა ზურგი გვაქცია. "საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თითოეულმა წევრმა ბოლომდე იბრძოლა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს. მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვუმასპინძლეთ, შეგვეძლო მატჩის მოგება, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქვია. შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ კალათბურთი ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება", განაცხადა ილიას ზუროსმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ათანასის სკურტოპულოსმა მადლობა ქართველ გულშემატკივრებსაც გადაუხადა, რომელთაც დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. ბერძენთა ლიდერმა და ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, ნიკ კალატესმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ლომის წვლილი დაიდო საბერძნეთის გამარჯვებაში. კალატესმა, პირად აქტივში 34 ქულა მიითვალა და უკანასკნელ წამებზე წამოწყებული გადამწყვეტი შეტევაც, რომელმაც საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - მის ანგარიშზეა. მედიის წარმომადგენლებს კალატესმა განუცხადა, რომ არაერთი დრამატული შეხვედრა გაუმართავს. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირება, კი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.    

სხვა სტატიები