Belive

ილიას ზუროსი: "მოგებაზე მეტად კარგი თამაში მახარებს"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში სენსაციის შემოქმედი გახდა. ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში, სტუმრად, სერბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსხურთან ისაუბრა. "ჩემს კალათბურთელებს და მწვრთნელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მიმდინარე ფანჯრის პერიოდში მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. უშუალოდ სერბეთთან შეხვედრამდე მოსამზადებლად 2 დღე გვქონდა.  რთული მეტოქე გვყავდა. იგორ კოკოშკოვი არამხოლოდ ევროპაში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.  კალათბურთში წარმატების მისაღწევად მაგია არაა საჭირო. ამისთვის ერთად ვარჯიში, თამაში და გეგმის შედგენაა საჭირო.  ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, იმით რომ ბოლომდე დავიხარჯეთ და ვიბრძოლეთ, თუმცა მოგებაზე მეტად იმან გამახარა, რომ კარგად ვითამაშეთ. სამი ახალგაზრდა კალათბურთელი ანდრონიკაშვილი, კორსანტია და ტურძილაძე გვყავდა, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, მათ შეცდომებიც ჰქონდათ, თუმცა მთლიანობაში დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს.  სერბეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ ნაწილში წარმატებას ვუსურვებ. ეს გამარჯვება როგორ კალათბურთისთვის, ისე მთლიანად ქართველი გულშემატკივრის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ბერძენმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები