Belive

ილიას ზუროსი: "მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მებრძოლი სული ვაჩვენეთ" 

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა. "პირველ რიგში, მინდა ჩემს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და მთლიან გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება. ყველა მათგანმა შესანიშნავად იმუშავა. ეს ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან კორონავირუსის გამო, გულშემატკივრის გარეშე გვიწევს თამაში და კალათბურთისთვის შესაბამისი ატმოსფერო არ გვაქვს, როგორიც გვინდა, რომ გვქონდეს. თუმცა, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა.  მინდა ფინეთის ნაკრებს მივულოცო, რომ მათ მაღალ დონეზე ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც უკვე აქამდეც ვთქვით, ვცდილობთ ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი მივცეთ. მათ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს. ჩვენ საქართველოსთვის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა ჩვენი საქმე დამთავრებული არ არის. ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ მინდა ჩემს ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცო, რადგან ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ ორდღენახევარი გვქონდა, თუმცა მებრძოლი სულის ჩვენება მოვახერხეთ.  შვეიცარიასთან მარტივი შეხვედრა არ იქნება. ყველა მატჩი განსაკუთრებით მომზადებას მოითხოვს, შესაბამისად ამ მატჩსაც ისეთივე განწყობით უნდა მივუდგეთ, როგორც დღევანდელ შეხვედრას. უნდა გავაგრძელოთ შრომა, ბრძოლა და გავუმჯობესდეთ. ვიცით, რომ შვეიცარია ძალიან გამოცდილი და ანგარიშგასაწევი ძალაა. მათ სამქულიანი ტყორცნების სიზუსტის მაღალი პროცენტი აქვთ. ამ შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ", - ბერძენმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები