Belive

ილიას ზუროსი: "რთულ სიტუაციაში ვართ და შევსებულ დარბაზს ველოდებით"

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
3 დეკემბერს 19:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება მსოფლიო შესარჩევი მეორე ეტაპის L ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ისრაელს შორის. ჩვენი ნაკრების მიერ გამართულ ღია ვარჯიშზე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რადგან წინა თამაშში მათ შეასრულეს უდიდესი სამუშაო. როგორც უკვე გითხარით ეს ქვეჯგუფი ძალიან რთულია, როგორც კალათბურთელებისთვის ასევე მწვრთნელებისთვის, რათა სრულფასოვნად მოემზადო მატჩისთვის ორ დღეში. ჩვენ ხანგძლივი ფრენა გვქონდა ესტონეთიდან, მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ეს ნამდვილად რთულია, თუმცა მეორე მხრივ, მე მჯერა ჩემი კალათბურთელების, ისინი ბევრს ცდილობენ შედეგის მისაღწევად. მე ველოდები შევსებულ დარბაზს და გულშემატკივრების მხარდაჭერას, რადგან ნამდვილად რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, გუნდის რომელმაც დაამარცხა სერბეთი, ისინი სრული შემადგენლობით არიან და ევროლიგის კალათბურთელები ჰყავთ. რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, ჩვენ ვითამაშეთ ერთი თამაში "ქიმიის" გარეშე, მოთამაშეებზე დაფუძნებული ინდივიდუალიზმით და შევძელით გამარჯვება", - განაცხადა ზუროსმა.

სხვა სტატიები