Belive

ილიას ზუროსმა ნაკრების შესახებ არ ისაუბრა | პირველი მარცხი შესარჩევ ციკლში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გასულ კვირას დაიწყო. პირველი წრის შეხვედრა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც გამართა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ანგარიშით - 88:83, გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩის წინ, თორნიკე შენგელიას სახით მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა - ნაკრების კაპიტანმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. რაც შეეხება თამაშს, ესპანელებმა შეხვედრის სადავეები პირველივე მეოთხედიდან მოიხელთეს და საბოლოოდ 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 89:61, მოიგეს. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთად, ბექა ბურჯანაძე იყო წარმოდგენილი. "ძალიან მძიმე მარცხი იყო ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. კარგად დავიწყეთ, თუმცა მათ მოუმატეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს", - თქვა ბექა ბურჯანაძემ. რაც შეეხება ილიას ზუროსს, მან ნაკრების შესახებ არაფერი არ თქვა, რაც ნამდვილად გასაკვირი ამბავია, თუმცა მატჩის შედეგიდან გამომდინარე მიზეზი მარტივად მისახვედრია. "ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს გამარჯვებას. მათ შესანიშნავ გარემოში ითამაშეს, საოცარი ქომაგობით", - განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა. საქართველოს ნაკრები საკუთარ ჯგუფში 1 მოგებითა და 1 მარცხით მეორე ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 24 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები