Belive

ილიას ზუროსმა სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტ 2022-ის მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.  შეგახსენებთ, რომ თბილისი არის ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მასპინძელი. E ჯგუფის მატჩები ე.წ "ბაბლის" პრინციპით 15-22 თებერვალს თბილისში ჩატარდება. საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი  საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს დაუმარცხებლად, ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველოს ნაკრებს წინა ოთხივე მატჩი მოგებული აქვს. თბილისური "ბაბლი" 15 თებერვალს იწყება. ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს. მოთამაშეებსა და გუნდის წევრებს ფიბა-სა და ჩვენი სახელმწიფო რეგულაციების თანახმად პერიოდულად კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ და პარალელურად სპორტის სასახლეში ივარჯიშებენ. თამაშები 19 და 21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება.  

  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

 

ილიას ზუროსმა სერბეთთან (19 თებერვალი) და ფინეთთან (21 თებერვალი) მატჩებისთვის 16 კალათბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მართალია, მძიმე ტრავმას გადაურჩა, მაგრამ უახლოეს პერიოდში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ასევე, ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ამერიკაში მოთამაშე ქართველები – "ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძე და "სეტონ ჰოლის" ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 19 თებერვლას სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 21 თებერვალს ფინეთთან გამართავს შეხვედრას.

სხვა სტატიები