Belive

ილიას ზუროსმა უკრაინასთან სათამაშოდ 13 კალათბურთელი შეარჩია | შემადგენლობა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს. საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი იყო, თუმცა ოფიციალური მატჩებისთვის 13 შეირჩა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

289448734_5975374219145683_6130854894095766141_n
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში 29 ივნისს, გამთენიისას გაფრინდება.

სხვა სტატიები