Belive

ილიას ზუროსმა უკრაინისთვისა და ესპანეთისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბება, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს. საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელია, საიდანაც ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა. ილიას ზუროსმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ნაკრებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 10 კალათბურთელი გამოიძახეს, 12 მოთამაშე კი ლეგიონერია, რომელთა ნაწილიც ეროვნულ გუნდს მოგვიანებით  შეუერთდება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

სხვა სტატიები