Belive

ინდიანა დამარცხდა, ბითაძე არც ამჯერად ათამაშეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მე-16 თამაში "ინდიანა პეისერსმა" "ტორონტოსთან" გამართა და 5 ქულის სხვაობით, 102:107 დამარცხდა. სამწუხაროდ, პარკეტზე ვერც აღნიშნულ შეხვედრაში ვიხილეთ გოგა ბითაძე. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი, რომელიც ცოტა ხანია გამოჯანმრთელდა, ნეიტ ბიორკგრენმა არც "რეპტორსთან" ათამაშა. შეგახსენებთ, რომ ბითაძემ სეზონის დაწყებამდე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან NBA-ის საწყისი ტურები გამოტოვა. "ორლანდოსთან" პარკეტზე გატარებულ რამდენიმე წამს თუ არ ჩავთვლით, ბოლო 3 თამაშია გოგას შანსი საერთოდ არ მიუღია. ბოლოს საქართველოს ნაკრების წევრმა 18 იანვარს "კლიპერსთან" ითამაშა, სადაც 15 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. "ინდიანა პეისერსი" მორიგ შეხვედრას ხვალ გამთენიისას, ისევ "ტორონტოსთან" გამართავს.

სხვა სტატიები