Belive

ინდიანა დამარცხდა | გოგა ბითაძე გუნდს მცირედით დაეხმარა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონისთვის განკუთვნილი მატჩების ფაქტობრივად ნახევარი უკვე ჩატარდა. 2021/22 წლების სეზონში NBA-ში ორი ქართველი წარმომადგენელი გვყავს - გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი). გოგა ბითაძის "ინდიანა" რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, საშინაო არენაზე, "ბოსტონს" დაუპირისპირდა. სტუმრებმა შეხვედრაში დომინირება პირველივე წუთებიდან მოიპოვეს, თავის მხრივ ინდიანაპოლისელები შეხვედრაში წინ ერთ მომენტშიც არ გასულან. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 100:119, ბოსტონის სასარგებლოდ. ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, პარკეტზე 4 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა მოუტანა. "ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებითა და 27 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას "ინდიანა", 15 იანვარს, კვლავ საშინაო არენაზე, "ფინიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები