Belive

ინდიანა პეისერსის დასაფასებელი წამოწყება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, მსგავსად სხვა ჩემპიონატებისა თუ ტურნირებისა, კორონავირუსის გამო შეჩერებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე "ინდიანა პეისერსმა", რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც ირიცხება, ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების არსი შემდეგშია - კორონავირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა.
magi ki
გაწერილია განრიგიც, თუ რომელი კალათბურთელი რომელ დღეს და რომელ წიგნს წაუკითხავს მსურველებს - გრაფიკის მიხედვით გოგა ბითაძის ჯერი 27 აპრილს დადგება, მას სი სი იოვენის წიგნის Basketball Break-ის წაკითხვა ხვდა წილად. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხობრივი რაოდენობით პირველ ადგილზეა. შტატებში კორონავირუსით 245 380 ადამიანი დაინფიცირდა, განიკურნა 10 411, ხოლო გარდაიცვლილთა ოდენობამ 6 095-ს მიაღწია.  

სხვა სტატიები