Belive

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე ,,ინდიანა პეისერსში'' 2022-2023 წლების სეზონამდე ითამაშებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის თანახმად, მომავალ სეზონში ბითაძე ,,ინდიანასგან'' 4.7 მილიონ დოლარს მიიღებს. გოგა ,,პეისერსის'' შემადგენლობაში მესამე წელია თამაშობს და მატჩში საშუალოდ 4 ქულას, 2.6 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს. ,,ინდიანამ'' ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო - რიკ კარლაილის გუნდი 1 მოგებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზეა. დღეს ,,პეისერსი'' ,,ტორონტოსთან'' 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-97 დამარცხდა, ბითაძემ პარკეტზე გატარებულ 10 წუთში 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.


სხვა სტატიები