Belive

ინდიანა შარლოტთან დამარცხდა, ბითაძემ 11 ქულა მოაგროვა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,შარლოტ ჰორნეთსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:118 დაამარცხა. ,,ინდიანას'' შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 21 წუთში 11 ქულა (ყველაზე მეტი მიმდინარე სეზონში), 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 4-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,შარლოტს'' 32 ქულით, 11 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ლამელო ბოლმა ულიდერა. 25 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო გორდონ ჰეივარდის ანგარიშზე. ,,ინდიანა'' 6 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,ჰორნეთსი'' კი 10 მოგებითა და 7 წაგებით კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები