Belive

ინდიანამ ბრუკლინთან წააგო - გოგა ბრწყინვალე დაცვას თამაშობს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონით მორიგ თამაშში "ინდიანა პეისერსი" "ბრუკლინ ნეთსს" დაუპირისპირდა და 94:105 დამარცხდა. გოგა ბითაძემ საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც კვლავაც ძალიან პროდუქტიული იყო. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 5 მოხსნა (1 შეტევაში), 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ერთი შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გოგა პარკეტზე იყო, ჯეიმს ჰარდენი სასროლ პოზიციებზე ხშირად ვერ გადიოდა. 21 წლის ცენტრი "ბრუკლინის" სუპერვარსკვლავის წინააღმდეგ აგრესიულ დაცვას თამაშობდა.

გოგა ჰარდენის წინააღმდეგ:

სამწუხაროდ, გოგას პროდუქტიულობის მიუხედავად, "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა, ნეიტ ბიორკგრენმა პარკეტზე ქართველის კონკურენტი, მაილს ტერნერი 25 წუთით გააჩერა. 24 წლის ამერიკელმა ამ დროის მანძილზე მხოლოდ 3 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. "პეისერსის" ცენტრმა 4-დან 1 ბურთი ჩააგდო და 5 პერსონალური ფოლიც მიიღო.

დაფარება დეანდრე ჯორდანის წინააღმდეგ:

სხვა სტატიები