Belive

ინდიანამ გოგა ბითაძეს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს გუნდებს, ორშაბათს საღამოს 6 საათამდე ჰქონდათ დრო, რომ 2019 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აყვანილი კალათბურთელებისთვის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინათ. "ინდიანა პეისერსმა" აღნიშნულ დედლაინს გადააცილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს კონტრაქტი არ განუახლებია.

"გოგა კარგი და გამოცდილი მოთამაშეა. ის განვითარების ძალიან კარგ გზას ადგას. გოგას ბურთის კარგად სროლა შეუძლია. მას კარგად შეუძლია იგრძნოს თამაშის ტემპი. მას, როგორც პასების, ასევე, ბლოკების გაკეთებაც შეუძლია. გოგა 2-მეტრიანი ცენტრია, რომელსაც დაცვასთან ერთად სამიანების სროლაც შეუძლია." - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაინია.

გოგა ,,პეისერსის” შემადგენლობაში მესამე წელია თამაშობს და მატჩში საშუალოდ 4 ქულას, 2.6 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, ,,ინდიანა პეისერსში” 2022-2023 წლების სეზონამდე ითამაშებს.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გოგა ბითაძე "ინდიანას" რიგებში უკანასკნელ სეზონს გაატარებს. 2023 წლის ზაფხულში, ქართველ ცენტრს "პეისერსის" დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ბითაძემ NBA-ის რომელიმე სხვა გუნდისგან გაცილებით უკეთესი შეთავაზება მიიღოს და მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

სხვა სტატიები