Belive

ინდიანამ ნიუ იორკთან წააგო - ბითაძემ 16 წუთი ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსი” ,,ნიუ იორკ ნიქსთან” სტუმრად 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:131 დამარცხდა.

,,პეისერსის” შემადგენლობაში 16 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 5 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,ინდიანას” 20 ქულით, 7 პასით, 1 მოხსნითა და 1 დაფარებით ტაირის ჰალიბერტონმა ულიდერა.

,,ნიუ იორკის” რიგებში 24 ქულით, 3 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ობი ტოპინი გამოირჩა. 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი იყო ერ ჯეი ბარეტის ანგარიშზე.

,,ინდიანა'' პრესეზონის მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, საკუთარ არენაზე კვლავ ,,ნიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები