Belive

ინდიანამ სან ანტონიოსთან წააგო - ბითაძემ 8 ქულა მოაგროვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,სან ანტონიო სპურსს' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 134:137 დამარცხდა.

,,პეისერსის'' შემადგენლობაში 18 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 8 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. ,,ინდიანას'' 27 ქულით, 12 ასისტით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ტაირის ჰალიბერტონმა ულიდერა.

,,სან ანტონიოს'' რიგებში 27 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით ჯოშ რიჩარდსონი გამოირჩა.

,,ინდიანას'' სეზონის პირველ ორ მატჩში ორი მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,დეტროიტ პისტონსის'' წინააღდმეგ გამართავს.


სხვა სტატიები