Belive

ინდიანას გადაწყვეტილება ცნობილია - გოგა სასჯელს ვერ გადაურჩა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ინდიანა პეისერსმა" დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, გრეგ ფოსტერი გუნდმა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რაც შეეხება გოგას, მას თამაშის გამოტოვება არ მოუწევს და ფულად ჯარიმას გადაიხდის. წყარო წერს, რომ ქართველ კალათბურთელსა და მწვრთნელს შორის მთელი სეზონის მანძილზე აქტიური სამუშაო ურთიერთობა იყო და უთანხმოების მიუხედავად, ეს ასეც გაგრძელდება. თუმცა, აშკარაა, რომ "ინდიანაში" ემოციები პიკს აღწევს, სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის კი ეს პირველი გაუგებრობა არ ყოფილა.

ასევე იხილეთ: ინდიანას მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გოგა ბითაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო) ინდიანას მთავარი მწვრთნელი: "გოგასა და ასისტენტს დამატებით გავესაუბრები" მომენტი, რის გამოც მწვრთნელის ასისტენტმა გოგას უსაყვედურა (ვიდეო)

სხვა სტატიები