Belive

ინდიანას ლიდერმა გოგა ბითაძე შეაქო

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, "კლივლენდთან" მოგებული (112:95) შეხვედრა გოგა ბითაძისთვის ორმაგად წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა NBA-ში სულ რაღაც მე-3 თამაში ჩაატარა და ორმაგ დუბლთანაც ახლოს იყო. გოგამ 25 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მოაგროვა. "ინდიანა პეისერსის" ლიდერმა, დომანტას საბონისმა მატჩის შემდეგ ბითაძე შეაქო. "გოგა ძალიან ნიჭიერია და მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ბითაძე აქ თამაშით დიდ სიამოვნებას იღებს. ხალხს ქართველი ძალიან უყვარს, რაც შესანიშნავია," - თქვა საბონისმა.

სხვა სტატიები