Belive

ინდიანას მთავარი მწვრთნელი: "გოგასა და ასისტენტს დამატებით გავესაუბრები"

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, "ინდიანა პეისერსის" თამაშის დროს გოგა ბითაძესა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გრეგ ფოსტერს შორის უთანხმოება მოხდა. ქართველმა კალათბურთელმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ მწვრთნელს შემდეგი სიტყვები მიაძახა: "sit the f*** down!", რის შემდეგაც ფოსტერი ბითაძისკენ გაიწია. მხარეები თანაგუნდელებმა გააშველეს.
"ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა აღნიშნული ეპიზოდის შესახებ კომენტარი გააკეთა: "მომხდარის შესახებ ორივეს ვესაუბრე და დამატებით ლაპარაკს მათთან კიდევ ვაპირებ. მინდა გავიგო, ზუსტად რა ითქვა და როგორ ფორმაში... ისინი ძალიან ბევრს ცდილობენ, ორივე კონკურენტუნარიანია და გუნდისთვის საუკეთესო უნდათ. უბრალოდ, ემოციები ვერ გააკონტროლეს," - თქვა ბიორკგრენმა.
გეტყვით, რომ გოგასა და მწვრთნელს შორის კონფლიქტის მიზეზი ერთი შეტევით ადრე, "ინდიანას" დაცვაში მომხდარი ეპიზოდი იყო. "პეისერსის" ფორვარდს, დომანტას საბონისს თავისი მეტოქე გაექცა, ბითაძემ კი მისი დაზღვევა ვეღარ მოასწრო. აღნიშნული მომენტის დროს ფოსტერმა ქართველისადმი უკმაყოფილება გამოთქვა, რაც ახალგაზრდა კალათბურთელს არ მოეწონა. ასევე იხილეთ: მომენტი, რის გამოც მწვრთნელის ასისტენტმა გოგას უსაყვედურა (ვიდეო)

სხვა სტატიები