Belive

იოკიჩთან ერთად - სერბეთის წინასწარი განაცხადი ევრობასკეტისთვის ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სერბეთის კალათბურთელთა ნაკრების წინასწარი განაცხადი 2022 წლის ევრობასკეტისთვის ცნობილია. სტანისლავ პესიჩის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. ნიკოლა იოკიჩთან და სხვა ლიდერებთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერბები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან. 22-კაციანი შემადგენლობა ცნობილია: ალექსა ავრამოვიჩი, ნემანია ბიელიცა, დეიან დავიდოვაცი, ოგნიენ დობრიჩი, მარკო გუდურიჩი, მარკო იაგოდიჩ-კურიზა, ოგნიენ იარამაზი, ნიკოლა იოკიჩი, ნიკოლა იოვიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ბალსა კოპრივიცა, ვლადიმერ ლუჩიჩი, ვანია მარინკოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, ნემანია ნედოვიჩი, ალექსეი პოკუსევსკი, ფილიპ პეტრუშევი, დუშან რისტიჩი, ბორისა სიმანიჩი, ალენ სმილაგიჩი და მილოშ თეოდოსიჩი. ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი D-ჯგუფში, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები