Belive

"იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები," - FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა. FIBA-ს ოფიციალური გვერდი ილიას ზუროსის გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშს გამოეხმაურა: "იპოვე ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაში." "ცსკა"-ს ფორვარდმა დღეს უკრაინასთან ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 13 მოხსნა. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან გუშინ შენგელიამ ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა, რამდენიმე საათში კი ჩარტერული რეისით თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ფოტო - ალექს რუაძე

 
View this post on Instagram
 

A post shared by FIBA Basketball World Cup (@fibawc)

სხვა სტატიები