ირვინგი ბრუნდება – ბრუკლინი აუცრელ კალათბურთელს საგარეო მატჩებში გამოიყენებს

,,ბრუკლინ ნეტსმა” გადაწყვიტა, შემადგენლობაში დააბრუნოს კაირი ირვინგი, რომელსაც ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, თამაშის უფლებას არ აძლევდნენ. ინფორმაციას Espn-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრავმების, კოვიდ-პროტოკოლისა და მთავარი ვარსკვლავების ზედმეტად დატვირთულობის გამო, გუნდი იძულებული გახდა, ირვინგი, ნიუ-იორკს ფარგლებს გარეთ, სარეზერვო მოთამაშედ გამოიყენოს. ქალაქში არსებული შეზღუდვების მიხედვით, კაირი საშინაო შეხვედრებში კვლავ ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, გამთამაშებელი ,,ნეტსს” ვერც ტორონტოში გაყვება.

,,ბრუკლინს” მიმდინარე სეზონში კიდევ 27 საგარეო მატჩი ელის, თუმცა მათგან ორი ,,ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგაა, შესაბამისად, კალათბურთელი ვერც ამ ორ შეხვედრაში ითამაშებს.

გასულ სეზონში კაირი ირვინგი ,,ნეტსის” მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში საშუალოდ 26.9 ქულას, 6 შედეგიან გადაცემასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა.


ირვინგი ბრუნდება – ბრუკლინი აუცრელ კალათბურთელს საგარეო მატჩებში გამოიყენებს

სტატიის ავტორი
-