Belive

ისევ ლებრონთან - ჯეი არ სმიტი ლეიკერსს უახლოვდება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
როგორც ამერიკული მედია იუწყება, დიდია იმის შანსი, რომ ლებრონ ჯეიმსმა და ჯეი არ სმიტმა ისევ ერთად ითამაშონ. არა, "მეფე" კლივლენდში" დაბრუნებას არ აპირებს, პირიქით, 34 წლის გამთამაშებელი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უახლოვდება. ESPN-ის ინფორმაციით, სმიტი უკვე "ანგელოზთა ქალაქშია" სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს. ის ლებრონის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სმიტი პარკეტზე 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ არ გასულა. ჯეი არი NBA-ში 2004 წლის, ანუ მას შემდეგ თამაშობს, რაც ის "ნიუ ორლეანსმა" დრაფტზე აირჩია. 2011/12 წლების სეზონში, მან კარიერა ჩინურ "ოქროს ხარებს" დაუკავშირა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კი "დენვერ ნაგეთსისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" მაისურითაც უთამაშია. "კავალიერსში" ყოფნისას მან ლებრონთან ერთად, 2016 წელს, საჩემპიონო ბეჭედი მოიგო და სუპერფინალში კიდევ ორჯერ ითამაშა. ბოლო ჯერზე, მისი არაზუსტი ქმედება "გოლდენ სტეიტის" გაჩემპიონების და სოციალურ ქსელებში, მასზე შექმნილი არაერთი შარჟის მიზეზიც გახდა.

სხვა სტატიები