Belive

ისტორიაში პირველად - ესპანეთი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტ 2022-ის გამარჯვებული ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადავიდა. ეს მათი საკალათბურთო ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო რეიტინგის სათავეში ცვლილება 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 2010 წლიდან დღემდე მსოფლიო რეიტინგის სათავეში აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები იყო, მეორე პოზიციაზე კი ესპანეთი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან, უკრაინასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან ერთად L ჯგუფში ასპარეზობდა, საიდანაც პირველი ადგილი დაიკავა და უკვე ოფიციალურად გაიფორმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

განახლებული რეიტინგში, საქართველოს ნაკრები 351.9 ქულით 32-ე პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები