Belive

ისტორიული შედეგი - სანდრო მამუკელაშვილის საოცარი მატჩი კლივლენდის წინააღმდეგ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში, "მილუოკი" "კლივლენს" ესტუმრა და 18 ქულიანი სხვაობით 133:115 დამარცხდა. ისტორიული მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელშვილს, რომელმაც მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სანდრო მამუკელაშვილი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში 28+ ქულიანი მატჩი ჩაატარა. სანდრომ პარკეტზე 42:35 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 28 ქულა (2/5 სამქულიანი), 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.

სანდრო მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას შედეგი გააუმჯობესა. NBA-ში, ზაზა ფაჩულიას კარიერის საუკეთესო მონაგარი (ქულებით) "დეტროიტის" წინააღმდეგ, 2007 წელს ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა "დეტროიტს" 27 ქულა ჩაუგდო.

სხვა სტატიები