Belive

საფრანგეთმა იტალია 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს ევრობასკეტზე 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.

ფრანგები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის საწყისი ნახევარი 7 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. ჯანმარკო პოცეკომ გუნდის თამაშში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და მესამე მეოთხედში იტალიამ არაჩვეულებრივად ითამაშა, რომელიც ფრანგებს 13 ქულით მოუგეს. მატჩი საკმაოდ დრამატულად განვითარდა და გამარვებული ოვერტაიმში გამოვლინდა. დამატებით დროში ფრანგებს მხსნელად უერტელი მოევლინა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ქულები შემატა მის ნაკრებს. ფრანგთა რიგებში ყველაზე გამორჩეული სწორედ ის იყო 20 ქულით. აპენინელთა მხრიდან საუკეთესო სპისუ იყო 20 ქულით.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც საფრანგეთმა 16:8 მოიგო. საბოლოო ჯამში, ფრანგებმა შეხვედრა 91:85 მოიგეს და 1/2 ფინალშიც გავიდნენ, სადაც სლოვენია-პოლონეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

დღეს ბოლო 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და მოქმედი ევროპის ჩემპიონი სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები