იუტა ჯაზის ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინა

“იუტა ჯაზის” ვარსკვლავებს რუდი გობერსა და ემანუელ მუდიაის კორონავირუსი დაუდგინდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “იუტას” წარმომადგენლები ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდი გობერს იმ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებმაც საფრანგეთში იმოგზაურეს თუმცა მისი დაინფიცირების ზუსტი წყარო ამ წუთისათვის უცნობია. “იუტა ჯაზის” ვარსკვლავების დაინფიცირების შემდეგ, NBA-ს მესვეურებმა რეგულარული სეზონის მატჩები გაურკვეველი ვადით გადადეს.

10 მარტს, “იუტა” “ტორონტოს” დაუპირისპირდა. რუდი გობერისა და ემანუელ მუდიაის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, “რეპტორსის” მესვეურებმა კალათბურთელებს 2 კვირიანი თვითიზოლაციისაკენ მოუწოდეს.

(63)

იუტა ჯაზის ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინა

სტატიის ავტორი
-