Belive

ვესტბრუკის შემდეგ ჰარდენი - NBA-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს ვარსკვლავის - რასელ ვესტბრუკის შემდეგ, კორონავირუსით ჯეიმს ჰარდენიც დაინფიცირდა. ჰიუსტონ "როკეტსის" ვარსკვლავმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ირკვევა, ჰარდენი კარანტინში იმყოფება. NBA-ში აცხადებენ, რომ ლიგაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას კიდევ ელიან, თუმცა, ეს, სეზონის კიდევ ერთხელ გადადების საფუძველი ვერ გახდება. შეგახსენებთ, რომ მატჩების განახლება 30 ივლისს ორლანდოში იგეგმება, სადაც მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.

სხვა სტატიები