Belive

ჯანმარკო პოცეკო: "ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთი ვაჩვენეთ"

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ მისი კალათბურთელები, საფრანგეთთან მარცხის შენდეგ, შეაქო და თქვა, რომ მათით ამაყობს.

"მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით. ყველამ ნახა თამაში და მათი კლასი ნათლად გამოჩნდა. მე მიყვარს ჩემი მოთამაშეები. რაც მათ ევრობასკეტზე აჩვენეს, საოცარია. ისინი პირველივე დღიდან ყველა ვარჯიშზე მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ. ამის გამო მათ ყველას პატივს ვცემ. მე ნამდვილად ვამაყობ მათით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, საფრანგეთს ვულოცავ გამარჯვებას. ისინი უბრალოდ არ დანებდნენ და კარგი თამაშიც აჩვენეს."

პოცეკოს სიმონე ფონტეკიოს შესახებ ჰკითხეს, რომელმაც ორი საჯარიმო სროლა გააფუჭა, რამაც იტალიას მოგების შანსი დაუკარგა.

”ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს სპორტია. სიმონე ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია. ფონტეკიო ერთ თვეში NBA-ში ითამაშებს და ნამდვილი მონსტრი იქნება, ამას ყველა ნახავს. მე თავს ცუდად ვგრძნობ მის გამო, რადგან ის ამას არ იმსახურებს. არაუშავს, ის ძლიერი კაცია. ამაღამ ვერ დაიძინებს, მაგრამ ხვალ ან რამდენიმე დღეში გააცნობიერებს რა გააკეთა."

ფონტეკიოს მიმართ მხარდაჭერა გუნდის კაპიტანმა ჯიჯი დატომემაც გამოხატა.

„მინდა აღვნიშნო, რომ სიმონეს გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით. ვინც მას ადანაშაულებს, უბრალოდ არ ესმის კალათბურთი."

სხვა სტატიები