Belive

ჯავალ მაკგი თამაშის შემდეგ ნარკოტესტზე გაიყვანეს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის 36-ე თამაში "ლეიკერსმა" შინ "დეტროიტთან" გამართა და მეტოქე 106:99 დაამარცხა. ლოს-ანჯელესის გუნდის ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. 31 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა ჩააგდო და 6 დაფარება მიითვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაკგი "დეტროიტთან" დაპირისპირების შემდეგ ნარკოტესტზე გაიყვანეს. ჯავალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. "6 დაფარება 20 წუთში და თამაშის შემდეგ ნარკოტესტი ჩამიტარეს... სიგიჟეა."

 

სხვა სტატიები