ჯეი არ სმიტის მანქანას თავს დაესხნენ – კალათბურთელი თავდამსხმელს სასტიკად გაუსწორდა (ვიდეო)

უკვე რამდენიმე დღეა რაც აშშ-ს ქალაქ მინეაპოლისიში არეულობაა. ეს არეულობა კი იმიტომ არის, რომ რამდენიმე დღის, 25 მაისს  ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა სასტიკად მოკლა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროტესტმა არამარტო აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების ქალაქებიც კი მოიცვა.

ვითარება განსაკუთრებით მძიმეა აშშ-ში, სადაც პროტესტმა მასობრივი არეულობის სახე მიიღო: დაზიანდა და გაიძარცვა არაერთი მაღაზია, პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწყვეს. მინესტოტას შტატის გუბერნატორმა მინეაპოლისის მერის თხოვნით, ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და “მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია” გამოაცხადა.

გავრცელდა კადრები, სადაც NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავის, ჯეი არ სმიტის მანქანას შუშებს უმტვრევდნენ, რა
დროსაც ჯეი არ სმიტი სახლიდან გამოვიდა და თავდამსხმელს სასტიკად გაუსწორდა.
მოგვიანებით, ჯეი არ სმიტმა ვიდეო გაავრცელა, სადაც იგი ამბობს, რომ ეს ძალადობა და ჩხუბი არ ყოფილა რასობრივ ნიადაგზე. ამერიკელმა კალათბურთელმა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი იქამდე ელოდებოდა, თუ როდის მოშორდებოდნენ მის მანქანას, სანამ საქმე მინების ჩამსხვევამდე არ მივიდა.

გთავაზობთ ჩხუბის ამსახველ ვიდეოკადრებს

video

(12817)

ჯეი არ სმიტის მანქანას თავს დაესხნენ – კალათბურთელი თავდამსხმელს სასტიკად გაუსწორდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-