ჯეიმს ჰარდენი: “არავის და არაფერს შეუძლია ჩემი შეჩერება”

“ჰიუსტონის” ლიდერი ფენომენალურ სეზონს ატარებს. ჯეიმს ჰარდენმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მე-3 საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა და ზედიზედ 27 შეხვედრაში შეძლო 30+ ქულის დაგროვება.

ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, რეპორტიორებთან საუბარში ჯეიმს ჰარდენმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ჰიუსტონის” ლიდერის მტკიცებით, არავის და არაფერს შეუძლია მისი შეჩერება.

“არაფერს შეუძლია ჩემი შენელება. არავის და არაფერს შეუძლია ჩემი შეჩერება! ვცდილობ ეს სიმამაცე და მოტივაცია ჩემს თანაგუნდელებსაც გავუზიარო”, – აღნიშნა ჯეიმს ჰარდენმა.

(611)

სტატიის ავტორი
-