Belive

ჯეიმს ჰარდენის ისტორიული მიღწევა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ფილადელფიასთან" მატჩში "ჰიუსტონ როკეტსის" ფორვარდმა ჯეიმს ჰარდენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 10 ქულით მოგებულ შეხვედრაში (118:108), "ბაბუაწვერამ" კარიერაში მე-14 ისეთი სამმაგი დუბლი შეასრულა, როცა მინიმუმ 40 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებლით "რაკეტების" ლიდერმა თავის თანაგუნდრლ რასელ ვესტბრუკს გადაასწრო და მეორე პოზოციაზე გადავიდა. ამ კომპონენტში ლეგენდარული ოსკარ რობერტსონი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც ასეთი 24 სამმაგი დუბლია. საინტერესოა, რომ სამივე ხსენებულ კალათბურთელს ჯამში 51 40+ქულიანი სამმაგი დუბლი აქვს, მაშინ როცა NBA-ს დანარჩენ მოთამაშეებს მთლიანობაში 53.

სხვა სტატიები