Belive

ჯიმი ბატლერი მინესოტას ტოვებს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"მინესოტა ტიმბერვულვზის" მცირე ფორვარდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს და ტრეიდზე დაყენებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიმი ბატლერსა და "ტიმბერვულვზის" ხელმძღვანელებს შორის გარკვეული უთანხმოებაა რის გამოც, NBA-ს ერთ-ერთ გამორჩეულ მცირე ფორვარდს გუნდში დარჩენა აღარ სურს. გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, ბატლერმა სასურველი სამეული დაასახელა და "ტიმბერვულვზის" ბოსებს მათთან ურთიერთობის გარკვევა სთხოვა. ბატლერის ფავორიტთა შორის "ბრუკლინ ნეტსი", "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და "ნიუ იორკ ნიქსი" არიან. აღსანიშნავია, რომ მინესოტელები კატეგორიულ უარზე არიან და ჯერ-ჯერობით ბატლერის ტრეიდზე დაყენებას არ გეგმავენ.

სხვა სტატიები