Belive

ჯოკოვიჩმა კობიზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მილოშ რაონიჩი 3 სეტში - 6:4; 6:3; 7:6 დაამარცხა. სერბმა ჩოგბურთელმა შეხვედრის შემდეგ კობი და ჯიჯი ბრაიანტებზე ისაუბრა, რის დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა. "არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ძალიან მოულოდნელი ამბავი დაგვატყდა თავს. ის იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია იყო, მათ შორის ჩემთვისაც. მქონდა ბედნიერება პირადად მქონოდა ურთიერთობა მასთან ბოლო 10 წლის განმავლობაში. როცა რჩევა და გამხნევება მჭირდებოდა, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. ის კარგი მენტორი და კარგი მეგობარი იყო... გულს მტკენს ის, რაც მას და მის გოგონას დაემართა..."

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები