Belive

კაირი ირვინგის პარკეტზე დაბრუნების თარიღი ცნობილია 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკული მედიის ინფორმაცით, კაირი ირვინგი "ბრუკილინ ნეთს" უბრუნდება და ის 21 იანვარს თამაშს განაახლებს. 19 იანვარს ირვინგმა გუნდთან ერთად სრული ვარჯიში ჩაატარა. ამერიკელი გამთამაშებელი, რომელიც 2011-17 წლებში "კლივლენდ კავალიერსის" ღირსებას იცავდა, 2017 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ, ოჰაიოში პირველად ითამაშებს. ნიუ-იორკელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა აღნიშნა, რომ ვარჯიშის დროს, კაირიმ გუნდთან კარგი დრო გაატარა და მის დაბრუნებას ყველა გახარებული შეხვდა. "ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი საოჯახო და პირადი საქმე იყო და ამაზე საუბარი არ მსურს. მე პირადად ვესაუბრე ყველა თანაგუნდელს. ჩვენ წინ მივდივართ. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და დაე, ამაზე ჩემმა თამაშმა თავად ისაუბროს, როგორც მსურდა. შესვენება მჭირდებოდა", - თქვა ირვინგმა პრესისთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირვინგს პირადი მიზეზების გამო არ უთამაშია. 28 წლის კალათბურთელმა კლუბი გაფრთხილების გარეშე დატოვა. "ბრუკლინს", რომელშიც ირვინგი-დურანტის ტანდემს ჯეიმს ჰარდენი შეემატა და სადაც ახალი თანავარსკვლავედი ყალიბდება, 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 9 მოგება და 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები