კალათბურთი | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფები დაკომპლექტდა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისათვის საკვალიფიკაციო ჯგუფების დასაკომპლექტებლად, შვეიცარიაში “პარტიკ ბაუმანის საკალათბურთო სახლში”,  წილისყრა გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე კვალიფიცირდეს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ასეთი პრინციპით იქნება – თავდაპირველად შეიქმნება 8 ჯგუფი, რომელიც 4 ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული.

ზემოთხსენებული 8 ჯგუფიდან, რომელშიც 4 ნაკრები იქნება წარმოდგენილი, 3-3 ნაკრები გადავა შემდეგ ფაზაზე, სადაც შედგება 4 ჯგუფი, რომელიც 6-6 ქვეყნის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებით დაკომპლექტდება.

შედეგად, 6-ნაკრებიანი 4 ჯგუფიდან 3-3 ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე საგზურს მოიპოვებს.

ამჟამად შედგა 8 ჯგუფი, რომელშიც როგორც აღვნიშნეთ 4-4 ნაკრებით დაკომპლექტდა, საქართველოს ნაკრების ჯგუფი ასე გამოიყურება:


კალათბურთი | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფები დაკომპლექტდა 1


რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს, იხილეთ ყველა ჯგუფი:


კალათბურთი | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფები დაკომპლექტდა 2


საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 2021 წელს, ნოემბრის თვეში დაიწყება და 2023 წლის პირველ მეოთხედში დასრულდება.

 

(715)

კალათბურთი | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფები დაკომპლექტდა

სტატიის ავტორი
-