Belive

კარლ-ენტონი თაუნსმა მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კარლ-ენტონი თაუნსმა მრავალწლიან კონტრაქს მოაწერა ხელი. NBA-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ცენტრმა "ტიმბერვულზვთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, კონტრაქტის დამატებითი დეტალები არ გასაჯაროვდა. 22 წლის კარლ-ენტონი თაუნსი პირადი სტატისტიკით ნამდვილად დაიკვეხნის. "მინესოტა ტიმბერვულვზის" რიგებში გატარებული სამი სეზონის მანძილზე, თაუნსი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 21.6 ქულას, 11.7 მოხსნას, 2.4 ასისტსა და 1.4 ბლოკს აგროვებს. აღსანიშნავია რომ NBA-ს ისტორიაში, კარლ-ენტონი თაუნსი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პირველ სამ სეზონში 5000+ ქულის, 2500+ მოხსნისა და 250+ სამქულიანის დაგროვება მოახერხა. თაუნსისათვის განსაკუთრებით წარმატებული "ტიმბერვულვში" ჩატარებული მე-3 სეზონი აღმოჩნდა. 2017/18 წლების NBA-ს სეზონი, თაუნსმა მოხსნების კომპონენტში მე-4 პოზიციაზე დაასრულა (12.3), ქულების კომპონენტში, 22 წლის ცენტრმა მე-20 პოზიცია დაიკავა (21.3). რაც შეეხება ბლოკებს, თაუნსმა საშუალოდ 1.4 ბლოკით, მე-11 ადგილი დაისაკუთრა.

სხვა სტატიები