Belive

კარლ მელოუნის პრიზი - მამუკელაშვილი ტოპ 5 ფინალისტს შორისაა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკის კოლეჯების ლიგიდან შესანიშნავი ინფორმაცია ვრცელდება - სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის ტოპ 5 ფინალისტ კანდიდანტს შორის მოხვდა. თავდაპირველად, ნომინანტებს შორის 10 მოთამაშე დასახელდა, თუმცა დღეს სია კიდევ უფრო შემცირდა. აღნიშნული პრიზი NCAA-ში ყველაზე პრესტიჟულია და ის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ Karl Melone Award-ი 2018 წელს ზაიონ უილიამსონს გადაეცა. "სეტონ ჰოლის" ოფიციალური გვერდი წერს, რომ 21 წლის ქართველი კალათბურთელი კარლ მელოუნის პრიზის მოგებას ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა.

სხვა სტატიები