Belive

ოფიციალურად: კარმელო ენტონი ლეიკერსში ითამაშებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

კარმელო ენტონი კარიერას "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" გააგრძელებს. 37 წლის კალათბურთელმა ინფორმაცია ოფიციალურად სოციალურ ქსელში დაადასტურა. როგორც ცნობილია, კარმელომ ახალ გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ "ნიქსი" ენტონის დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა, გამოცდილი კალათბურთელი "ლეიკერსს" შეუთანხმდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 37 წლის ფორვარდი "პორტლენდის" რიგებში თამაშობდა. კარმელო გასულ სეზონში საშუალოდ 13.4 ქულას, 3,1 მოხსნასა და 1,5 გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები