Belive

კარმელო ენტონი ყველა დროის მექულეთა შორის მე-9 ადგილზე გადავიდა | TOP 10

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი, 2021/22 წლების რეგულარული სეზონი დაიწყო. მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ლიგაში არაერთი ცვლილება მოხდა და თვალსაჩინოა, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტი ამ სეზონში საკმაოდ ბევრი გუნდი იქნება. ზემოთხსენებული ცვლილებებიდან ერთ-ერთი კარმელო ენტონის "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლაა. "ლეიკერსმა" რეგულარულის საწყისი ორი თამაში მარცხით გახსნა. "ლეიკერსის" კალათბურთელებმა, პირველი გამარჯვება მესამე შეხვედრაში, საკუთარ არენაზე, "მემფისის" წინააღმდეგ მოიპოვეს, სადაც ყველაზე დიდი წვლილი საკუთარი გუნდიდან კარმელო ენტონიმ შეიტანა.



კარმელომ პარკეტზე გატარებულ 27:35 წუთში, 28 ქულის, 3 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემის, 1 ჩაჭრისა და 2 ბლოკშოტის მოგროვება შეძლო. "მემფისის" წინააღმდეგ მოპოვებული 28 ქულით, კარმელომ ყველა დროის მექულეთა შორის, მოზეს მელოუნს გადაასწრო და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ყველა დროის მექულეთა შორის ენტონისთვის მომდევნო საფუხური მე-8 პოზიციაა, სადაც ამჟამად შაკილ ო'ნილია, რომელიც კარმელოს დაახლოებით 1200 ქულით უსწრებს.