Belive

კატასტროფის ადგილზე კობი და ჯიანა ბრაიანტების ძეგლი დაიდგა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
 2 წლის წინ, კალიფორნიის ქალაქ კალასაბასში, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის მისი ქალიშვილიც იმყოფებოდა. მას შემდეგ, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, ხანგრძლივი გამოძიება მიმდინარეობდა, რომელთან დაკავშირებითაც, ამერიკელმა გამომძიებლებმა დასკვნა გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილი ხდება, მფრინავმა, არა ზობაიანმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ნისლიდან გამოყვანის მიზნით, ვერტმფრენი 4,000 ფუტზე (1220 მეტრი) აჰყავდა – თუმცა რეალურად, პირიქით, ამ დროს ვერტმფრენი მარცხნივ იყო გადახრილი და სიმაღლეს სწრაფად კარგავდა. ასეთ მოვლენას, სამედიცინო ენაზე სომატოგრავიტაციული ილუზია ეწოდება – სწრაფი აჩქარებისას, მიჩვეულები ვართ, რომ უკან ვიხრებით და ჩვეულმა ქმედებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. მხედველობის არეს სრულიად შეზღუდვის შედეგად, სწრაფმა აჩქარებამ და უკან გადახრამ მფრინავს შეცდომით აფიქრებინა, რომ ვერტმფრენი მაღლა აჰყავდა. ტრაგედიის ადგილზე, კობი და ჯიანა ბრაიანტების ხსოვნის საპატივსაცემოდ ძეგლი დაიდგა.

 

სხვა სტატიები