Belive

კავაი კვლავ ტრავმირებულია - ტანდემი ისევ ვერ შედგა 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სეზონის წინ მნიშვნელოვანი შევსება მიიღო და ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატადაც იქცა, გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავის ერთად თამაში ჯერჯერობით მაინც ვერ მოახერხა. მოქმედმა ჩემპიონმა წინა სეზონის ფინალების MVP კავაი ლეონარდმა მხრის ტრავმა მიიღო და რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოტოვა. რაც შეეხება პოლ ჯორჯს, მან სწორედ ბოლო 3 შეხვედრაა, რაც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ თამაში დაიწყო და ახალი გუნდის რიგებში დებიუტიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა. მიუხედავად კავაის არ ყოფნისა, "ანგელოზთა  ქალაქის" წარმომადგენლებმა "სტეპლს ცენტრში" "ოკლაჰომა სითი თანდერი" 98:90 დაამარცხეს. პოლ ჯორჯის აქტივში 18 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. დოკ რივერსის გუნდი 9 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

სხვა სტატიები