Belive

კავაი ლეონარდმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს 2019/20 წლების სეზონის პლეი-ოფში კავაი ლეონარდმა მორიგი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დენვერ ნაგეთსს" 120:97 მოუგო და სერიაში დაწინაურდა. ლეონარდმა მატჩში 29 ქულა ჩააგდო და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გაიმეორა. კავაი "ჩიკაგოს" თილისმის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის მიჯრით შვიდ შეხვედრაში სულ მცირე 29 ქულა ჩააგდო. ლეონარდი მატჩის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა - პოლ ჯორჯმა 19 ქულა ჩააგდო, მარკუს მორისმა კი 18.

სხვა სტატიები