Belive

კავაი ლეონარდმა ტორონტოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემა Yahoo Sports იტყობინება, რომ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ტრიუმფით დასრულების შემდეგ "ტორონტო რეპტორსს" სერიოზული სანერვიულო გაუჩნდა, ვინაიდან კავაი ლეონარდმა კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც მას მომდევნო სეზონში 21.3 მილიონი დოლარი ერგებოდა, უარი განაცხადა. უარის მიზეზად უფრო მსუყე შემოთავაზების სურვილი დასახელდა. ამრიგად, კავაი ლეონარდი თავისუფალი აგენტი გახდება. Yahoo Sports-ის სტატიის სათაურის თანახმად კავაი ლეონარდისათვის ბრძოლაში ყველაზე დიდი შანსი, "ტორონტო რეპტორსს" ექნება. როგორც გაირკვა, კანადელები ლეონარდისათვის 5-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ, რომლის თანახმადაც კავაი 190 მილიონ დოლარს მიიღებს.

სხვა სტატიები