Belive

კევინ დურანტი ALL STAR-ის მატჩში ვერ ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ "ბრუკლინ ნეტსის" ფორვარდი კევინ დურანტი "ოლ სტარის" შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.  კევინ დურანტი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კაპიტანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ის პარკეტს 11 მარტამდე ვერ დაუბრუნდება და, შესაბამისად, "ოლ სტარის" მატჩსაც გამოტოვებს. "ბრუკლინ ნეტსის" განცხადებაში ნათქვამია:
" საკონტროლო მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ  კევინ დურანტს კიდევ გარკვეული პერიოდი დასჭირდება სრულად გამოჯანმრთელებისთვის. სწორედ ამიტომ ის ვერ შეძლებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას. ბოლო გამოკვლევებმა მისი ტრავმის უფრო მკაფიო სურათი აჩვენა და, მართალია, ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ ის სრული ძალით დაბრუნდება, ეს დამატებითი დრო მას შესაძლებლობას მისცემს, რომ დაბრუნების შემდეგ იმავე დონეზე ითამაშოს, როგორც მანამდე თამაშობდა ამ სეზონში". დურანტი გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს და შემდეგ განმეორებით გამოკვლევას გაივლის".  
2021 წლის ALL STAR-ის მატჩში ტრავმირებული კევინ დურანტის შემცვლელად NBA-ს კომისიონერმა, ადამ სილვერმა "ინდიანა პეისერის" ცენტრი დომანტას საბონისი დაასახელა.
 
მიმდინარე სეზონში დომანტას საბონისი საშუალოდ შეხვედრაში 21,5 ქულას და 11,7 მოხსნას ითვლის. "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობისთვის საბონისი დამატებით 1,3 მილიონ დოლარს მიიღებს. ლიეტუველი კალათბურთელი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას კარიერიაში მეორედ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩი" წელს ატლანტაში, 7 მარტს გაიმართება.  

სხვა სტატიები