Belive

კევინ დურანტი გოლდენ სტეიტიდან მიდის?!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ცნობილი ამერიკული გამოცემების თანახმად კევინ დურანტმა "კლიპერსთან" წაგებული მატჩის შემდეგ დრეიმონდ გრინთან იჩხუბა. პრესაში ელვის სისწრაფით გავრცელდა გუნდში მომხდარი განხეთქილების დეტალები. დაპირისპირების მიზეზი გადამწყვეტ მომენტში დრეიმონოდ გრინის მიერ დურანტისთვის არ გაკეთებული პასი გახლდათ. როგორც ჩანს გრინმა უკან არ დაიხია და გასახდელში დურატის მიმართულებით ბოდიშის ნაცვლად სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, დურანტი კი ხმამაღლა აცხადებდა, რომ სწორედ ეს გახდებოდა იმის მიზეზი, რატომაც იგი გუნდს დატოვებდა. მომდევნო შეხვედრაში დრეიმონდ გრინი არც ძირითად და არც სათადარიგო შემადგენლობაში არ გახლდათ შეყვანილი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გუნდში ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. კევინ დურანტის მომავალთან დაკავშირებით სპეციალისტებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს, სადაც უმეტესმა მათგანმა დურანტულას მომავალი "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" დაუკავშირა.

სხვა სტატიები